Digest Logo

„არხიდან წამოვედი, თუმცა ამას განხეთქილება, კონფლიქტი და მსგავსი არაფერი უძღოდა, ამიტომ სკანდალის მოყვარულებს იმედს გავუცრუებ“ - ნიკოლოზ ხაჩიძემ „რუსთავი 2“ დატოვა

1671174717
ნიკოლოზ ხაჩიძე

გადაცემა „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” „რუსთავი 2“- ის ეთერში  აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნიკოლოზ ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა და დასძინა, რომ წამოსვლის მიზეზი კონფლიქტი და განხეთქილება არ ყოფილა.

„რატომ არ გავიდა „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ახალი ეპიზოდი ეთერში? – ეს ის კითხვაა, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მისვამენ.

მოკლედ, მინდა დავწერო იმაზე, რაც ხდება ახალი ჩემს ცხოვრებაში – არხის გადაწყვეტილებით, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” აღარ გავა “რუსთავი 2”ის ეთერში.

„ღამის პრაიმ თაიმიდან” წამოსვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, თუმცა ერთი გადაცემის ჩანაწერი გავა, სადაც ვიქნები. არხიდან წამოვედი, თუმცა ამას განხეთქილება, კონფლიქტი და მსგავსი არაფერი უძღოდა, ამიტომ სკანდალის მოყვარულებს იმედს გავუცრუებ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ვარჩიე.

დიდი მადლობა Tamar Pkhakadze. დიდი სიამოვნება იყო შენთან მუშაობა და თანამშრომლობა.

ჩემი გადაცემის „ხერხემლებს” უდიდესი მადლობა  Maia Gunashvili Tamta Tsurtsumia Tamuna Gomarteli Chele Alex NIkoloz Urushadze PH თორნიკე მერებაშვილი - თქვენს გარეშე არ გამოვიდოდა ისეთი, როგორიც მინდოდა.

ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა რჩება „რუსთავი2”-ში, ამიტომ ბევრი წარმატება და დიდი რეიტინგი მათ.

აქვე უნდა ვთქვა, მადლობა თქვენ იმ შეფასებებისთვის რასაც „სხვა კითხვების” შესახებ ვისმენდი და აუცილებლად ისევ შევხვდებით“, – წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მრცხვენია საკუთარი თავის…“ – გოგოლა კალანდაძე

🔵„ეს კადრები იმას მოწმობს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და შესაბამისად სასჯელის გადავადება ეხება!“ - ინგა ბერიკაშვილი

🔵„ვაიიი.... ჩემო ბიჭებოოო.... აქ რომ გკლავდნენ და ოჯახებს უთვლიდით, არ ინერვიულოთო...“ - რას წერს ლალი მოროშკინა