Digest Logo

🎥 არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს

1723097669
აგვისტოს ომი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს და ამბობს, რომ დაკარგული ტერიტორიები ყოველთვის საქართველოს ნაწილი იქნება.

„აფხაზეთი და სამაჩაბლო, იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში“, - წერს იოვანე მჭედლიშვილი.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.