Digest Logo

„აშშ-ს მიერ ირანზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას წინ აღარაფერი უდგას, საათები ან რამდენი დღე გვაშორებს ამ ომს“ - გიორგი ლობჯანიძე

1771671756
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ირანის, აშშ-ს და ისრაელის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს:

„აშშ-ს მიერ ირანზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას პრაქტიკულად წინ აღარაფერი უდგას, ფაქტობრივად საათები ან რამდენი დღე გვაშორებს ამ ომს.

შვედეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ირანი.

დიდი ალბათობით მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. მთელი ისრაელის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო კონტროლის ზომები.

აშშ-მ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანშიც განალაგა ოპერაციისთვის მხარდამჭერი ელემენტები. სტრატეგიული ბომბდამშენები, ჰაერსაზენიტო სისტემები, ავიაციის მოდერნიზებული ტექნიკა, ბალისტიკური რაკეტები, ჭურვები და სხვა … ყველა იარაღია ორივე ქვეყნის მხრიდან გარდა ატომისა.
ჯამში ამერიკულ-ებრაული შეიარაღებიდან 500-ზე მეტი მარტო ავიაგამანადგურებელი - ბომბდამშენია (ეს მარტო რაც ვიცით).

გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ პრევენციის მიზნით მოსალოდნელია, ირანელთა მხრიდან პირველი გადასვლა იერიშზე, შესაბამისად მზაობის უმაღლესი ზომებია ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში.

რა შედეგები მოჰყვება ამ ომს?

თუ ირანი მარტო იომებს და შესაბამის დახმარებას ვერ მიიღებს განსაკუთრებით ჩინეთისგან, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ საგულისხმოა ირანის არსებობა სპარსეთის ყურეში, მაშინ ირანი ფიზიკურად ვერ გაუწევს დიდი ხნით წინააღმდეგობას აშშ-ს და ისრაელს.

თუმცა თუ ირანმა შეძლო ჰორმუზისა და სპარსეთის სრუტის დანაღმვა, აუცილებლად მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე ნავთობის ფასი აიწევს და დიდ კრიზისსაც ვიხილავთ, (სხვა ყველაფერთან ერთად) მაღალია რეგიონალური ომისა და დაპირისპირების შანსები.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ბოლო მოლაპარაკების რეზულტატზე, მერე კი ერთად ვიხილავთ ტრამპის გადაწყვეტილებას“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ გამოძვერი მარტივად...“ - როგორ აღნიშნეს მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა ქორწინების იუბილე

„არ არის რეკომენდებული დღესასწაულების ან ოჯახური ზეიმის ორგანიზება...“ - ეკა კვარაცხელია 21 და 22 თებერვლის ენერგიებზე

„კიდევ ვიტირე, მერე მაკიაჟი წავისვი და მაკრატელსაც შევყევი“ - მარი ნაკანი ქმარმა მიატოვა