Digest Logo

„ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც ნათლიას ნაჩუქარი თანხა მქონდა, კიბეები ჩავირბინე და ბავშვს გავუწოდე... დედა არ გამიბრაზდა“ - რას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი

1743838436
კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილს ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; ძაბული, ფილმიდან „მთვარის მოტაცება“ და მრავალი სხვა.

კირა ანდრონიკაშვილი ბუნებრივი ქართული სილამაზის მქონე ქალბატონადაა აღიარებული და სხვადასხვა გამოცემა ხშირად ინტერესდება მისი რჩევებით, თუ რა არის საჭირო სილამაზის შესანარჩუნებლად.

კირამ სოციალურ ქსელში თავისი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და წლების წინ გადამხდარი ისტორია გაიხსენა:

„ოთხი წლის ვიყავი, როცა ნათლიამ მაჩუქა რაღაც გარკვეული თანხა, რომლითაც დედაჩემს პიანინო უნდა ეყიდა ჩემთვის, ძალიან მიხაროდა, პატარა ლამაზი ჩანთით დავატარებდი.

მე ისეთ პერიოდში გავატარე ბავშვობა, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა, ბავშვები ძონძებში ჩაცმული დადიოდნენ და სამოწყალოდ გროშებს აგროვებდნენ. ერთხელ სახლში ვიყავი, როდესაც გოგონას სიმღერის ხმა შემომესმა, აივანზე გავედი და გადავიხედე...

ღარიბულად ჩაცმული პატარა ბავშვი მღეროდა. რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ვერ აგიწერთ, როგორი დიდი სიხარულით ავიღე ჩემი ჩანთა, რომელშიც ნათლიას ნაჩუქარი თანხა მქონდა… კიბეები ჩავირბინე და ბავშვს გავუწოდე, ის იმ წამს იყო უბედნიერესი ბავშვი... და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი... მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი თანხა იყო, დედა არ გამიბრაზდა... “, - წერს კირა ანდრონიკაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

„ამასობაში კი 43 წლის გახდა ჩემი რატიკო...“ - რატი დურგლიშვილი იუბილარია

⭕ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას