ცნობილი ქართველი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში შვილს დაბადების დღეს ულოცავს.
ლიზა ბაღაშვილი 15 წლის გახდა:
„დღეს ჩემი მეორე გოგონას, ლიზა ბაღაშვილის დაბადების დღეა!
გილოცავ ჩემო უძვირფასესო! ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მამიკო. ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეს!“, - წერს გია ბაღაშვილი.
გია ბაღაშვილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია ქართული ფოლკლორისა და მუსიკალური ტრადიციების პოპულარიზაციით, ასევე პოპულარული სატელევიზიო პროექტების ავტორობითა და ხელმძღვანელობით.
მუსიკოსი ცნობილი ქართველი ხელოვანის ჯემალ ბაღაშვილის შვილია. მას ოთხი ქალიშვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნიკა ქაცარიძე 48 წლის გახდებოდა - რას წერს გარდაცვლილი მსახიობის მეუღლე
⭕2027 წლის 5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი: ვის გაუღიმებს ფორტუნა