სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი გიორგი მიქაუტაძის ბლიც ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ქართველმა ფორვარდმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.
რა არის შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში?
გიორგი მიქაუტაძე: ცხოვრებაში მთავარი მიზანი მე მგონია, რომ ოჯახი შევქმნა და ბევრი ბავშვები, რომ ყოფილიყოს.
- იქნებოდი თუ არა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი?
გიორგი მიქაუტაძე: მინდა, რომ საქართველოში ყველაზე მაგარი ბომბარდირი გავხდე.
- მანქანა რომ იყო, რომელი იქნებოდი?
გიორგი მიქაუტაძე: აი ეს გარაჟში, რომ მყავს.
- რას ურჩევდი დამწყებ ფეხბურთელებს?
გიორგი მიქაუტაძე: მოტივაცია უნდა გქონდეთ არასდროს დანებდეთ და სულ იმუშავეთ.
- რომელ ფეხბურთელს მოპარავდი რაიმე უნარს?
გიორგი მიქაუტაძე: კვარას სქილებს მოვპარავდი, მაგარი სქილები აქვს და ჯიბეში ჩავიდებდი.
- გვაღირსოს მთელს საქართველოს პასუხი: ჰყავს თუ არა შეყვარებული?
გიორგი მიქაუტაძე: და გიორგი მიქაუტაძეს არა ჰყავს შეყვარებული.
- რომელი არის თქვენი ფავორიტი გოლი?
გიორგი მიქაუტაძე: ევროპის ჩემპიონატზე გატანილი პირველი გოლი. რადგან პირველი გამტანი ვარ ჩემპიონატზე.
- რომ არა ფეხბურთელი ვინ იქნებოდი?
გიორგი მიქაუტაძე: რომელიმე სპორტში ვიქნებოდი მაგალითად ჩოგბურთში.
- ყველაზე კარგი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიგიღია?
გიორგი მიქაუტაძე: ასეთი მაგარი ოჯახი რომ მყავს.
- ვეტერანი რომელთანაც თამაშს ისურვებდი?
გიორგი მიქაუტაძე: არ დაამთავრა ჯერ ფეხბურთი, მაგრამ ჩემი აიდოლი არის კრიშტიანუ რონალდუ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „არ უნდა გააფუჭოს...“ - რომელ ფეხბურთელს ანდობდა მის სიცოცხლეს გიორგი მიქაუტაძე?
⭕„გილოცავ დაბადების დღეს ნინიტო...“ - ეკა კახიანი ქალიშვილს იუბილეს ულოცავს
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს