მარიტა როხვაძე პოპულარული ქართველი მომღერალია, რომელმაც ფართო საზოგადოებრივი აღიარება და სიყვარული 2011 წელს, მუსიკალურ პროექტ „ჯეოსტარში“ გამარჯვებით მოიპოვა. იგი გამოირჩევა თავისი ძლიერი ვოკალური მონაცემებით, ენერგიული სცენური პერფორმანსებითა და განსაკუთრებული ქარიზმით.
იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, სადაც იგი ვარდისფერ კაბაში პოზირებს:
„საოცრად გამოიყურები, ბრწყინავ და კაშკაშებ“.
„რა ლამაზია, უზომოდ მიყვარხარ“.
„შენი ფერია... სასწაულად გიხდება“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, მომღერალი წარმოშობით ქუთაისიდანაა და ხშირად ასრულებს თავისი ქალაქისადმი მიძღვნილ სიმღერებს, მათ შორის ცნობილ კომპოზიციას „ჩემი კოხტა ქუთაისი“.
მარიტა აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, ხშირად გამოდის ბენდთან ერთად, მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედოფალო, ძალიან ჰგავხარ დედიკოს“ - ლელა წურწუმიას ქალიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა