ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი ესპანეთში ისვენებს.
ცოლ-ქმარს თან ახლავს პატარა შვილი შაიც.
წყვილი გერმანიაში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მათ ვიდეოებს, გამომწერებიც დიდი ინტერესით ელიან ხოლმე. მშობლებზე არანაკლებ პოპულარულია, მათი ქალიშვილი - შაი.