Digest Logo

„ჩემი ავადმყოფობის გამო, დამიგვიანდა მასზე დაწერა, თუმცა სულ თვალყურს ვადევნებდი...“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

1664947824
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი  გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველ წარმატებული ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

გიორგი კეკელიძის თქმით, ხვიჩამ არა მხოლოდ ფეხბურთში მოიპოვა წარმატება არამედ საქართველო გააცნო ყველას. მისი თქმით, უამრავი ემიგრანტი წერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს.

„კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. მანამდეც ვიყავით, განა არა, უბრალოდ მივიწყებული გვქონდა და თითქოს მოლოდინიც გამცვდარი. ხვიჩას გამოჩენა მხოლოდ საფეხბურთო საშველი როდია - არაერთი ემიგრანტი მწერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს. მინდა დიდი წარმატება და სტაბილური კაშკაში ვუსურვო, ძნელი საქმეა, მაგრამ მიიღწევა, თუ შრომა და ნებისყოფა იქნება. ჩემი ავადმყოფობის გამო, დამიგვიანდა მასზე დაწერა, თუმცა სულ თვალყურს ვადევნებდი“ - წერს გიორგი კეკელიძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო

🔘ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით - მანანა თოდაძე

🔘„რატომ იზრდება შენი ნანატრი გოგო უშენოდ? მე მიყვარს შენი სამივე შვილი, მე მეცოდებიან ისინი ასეთი ყოფისთვის...“ - ლალი მოროშკინა