Digest Logo

„ჩემი სიყვარული 22 წლის გახდა!“ - ლულუ კახიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

1777618999
ლულუ კახიანი

ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ შვილს, ლენო კახიანი, დაბადების დღეს ულოცავს.

„ჩემი სიყვარული 22 წლის გახდა! ლენო, მიყვარხარ, მენატრები, გილოცავ დაბადების დღეს, შვილო...“, - წერს კახიანი.

ლენო კახიანი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. აღნიშნულმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

ლულუ კახიანი პერიოდულად სოციალურ ქსელში შვილს ემოციური პოსტებით იხსენებს და მის მიმართ სიყვარულსა და მონატრებას გამოხატავს.