Digest Logo

„ჩემმა ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოს ტკივილი გაიზიარა... ვინც ქალბატონი პრეზიდენტის ცრუ სურათს აზიარებთ, ხართ გონებაჩლუნგები!“ - სოლომონ ნერგაძე

1663656030
სოლომონ ნერგაძე

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს. სამძიმრისა და ტკივილის გასაზიარებლად ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. მისმა ჩაცმულობამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა მას შავი კაბა დაუწუნა, ნაწილს კი მოეწონა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იტალიაში მოღვაწე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი სოლომონ ნერგაძე წერს და ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილის დამცინავი პოსტებით გამოირჩევა, გონებაჩლუნგს უწოდებს. 

„სულ არ მაღელვებს, ვინ რას იტყვით.

ყველანი, ვინც ქალბატონი პრეზიდენტის ცრუ სურათს აზიარებთ და ღლიცინებთ, ყველანი, გამონაკლისის გარეშე ხართ გონებაჩლუნგები!

დიახ, გონებაჩლუნგი უწიგნურები! მერე რა, თუ ზოგს უნივერსიტეტის დიპლომი ან დიპლომები გიდევთ სახლში... დიპლომიანი და დიპლომებიანი უწიგნურები ხართ!

თქვენ არ გინდათ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ. თქვენ ჭაობში და გამოქვაბულში ცხოვრობთ.
აბა ერთი გაბედეთ და რომელიმე ინგლისელს, თუნდაც ბოლშევიკ ინგლუსელს უთხარით გადაკრული დედოფალზე!
გაბედეთ!... ხელში რა ჩიტსაც დაგაჭერინებენ, ნახავთ!

ეს ჩემი ქვეყანაა და ჩემმა ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოს ტკივილი გაიზიარა - სამძიმრის სათქმელად ქვეყნის მეთაური გაგზავნა.

თქვენ ამას ვერ მიხვდებით - თქვენ ლექციებს სიბნელე გიკითხავდათ. სიბნელემ კი არ იცის სამძიმრის არსი.
ღმერთო, გადმოხედე ამ ქვეყანას!“, - წერს სოლომონ ნერგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ყველა მეუბნება, რომ შოთიკოს გარდა ვერავინ გაგიძლებდაო... 21 წელია ვიცნობ და სულ კარგ ხასიათზეა“ - ეკა კვესიტაძე

🔵ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანის უკანონოდ შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

🔵 დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - აქამდე უცნობი ამბები გამორჩეულ ბერზე