ინფლუენსერი კოკი ფერაზი-ფანგანი, რომელიც სოციალურ ქსელში შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, მან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ თავის შესახებ წერს. მისი თქმით, ხელოვნური არაფერი არ აქვს და უყვარს ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი.
„ზოგადად, ადამიანების ინტერესი ჩემდამი და ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს არაორდინარულად არ მივიჩნევ, უბრალოდ, მიყვარს ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი! ამ ფოტოს „ინსტაგრამზ“ ლაიქებზე მეტი განხილვა მოჰყოლია.
ჩემო ძვირფასებო, როცა მაქვს ფული, რომელსაც ჩემი შრომით ვშოულობ, თავად ვწყვეტ, სად დავხარჯავ მინდა „გუჩიში“, მინდა „ვალენტინოში“. როცა ნაკლები მაქვს, „ზარაშიც“ შევდივარ და ვინტაჟურ მაღაზიებშიც მიყიდია არაერთი საინტერესო ნივთი, ასევე მზიკოსთან ულამაზესი პერანგები (მაშ შორის ისეთი ბრენდი როგორიცაა (ბოტეგა ვენეტა) არასოდეს არავის ვბაძავ და ყოველთვის ჩემი გემოვნებით ვხელმძღვანელობ.
ხელოვნური არაფერი მაქვს! ეს ყველაზე კარგად ჩემმა მეგობრებმა იციან.
ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც ყოველთვის ჩემი ზურგი და საყრდენი არიან ცხოვრებაში შევხვედრივარ ადამიანებს, ვის გვერდით ყოფნისთვის სხვები ბევრს ცდილობდნენ მაგრამ ადამიანური ურთიერთობები ფულით არ იყიდება!
საბოლოოდ, ამ ცხოვრებაში „გუჩიზე“, „ვალენტინოზ“ და „ფერარიზე“ ბევრად მნიშვნელოვანი ადამიანობაა
ხოლო რაც შეეხება „სვეცკობას“ ეს ან გაქვს, ან არა და ერთი რამ ზუსტად ვიცი: „გუჩიში“ და არცერთ ბუტიკში ნამდვილად არ იყიდება!
არც ბაზრობაზე მათ შორის“, - წერს კოკი ფანგანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
🎥 „ბაბუშ დო ბებიშ ჭიჭე მაჭირხოლი“ - ანნა სულაბერიძე მეგრულად ამღერდა