Digest Logo

🎥 „ჩემთან მხოლოდ 10 თვე იცხოვრა და როგორ შემაყვარა თავი, დედის გულში რამხელა ტკივილია ვინ იცის“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი

1735022787
შორენა ონიანია

ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გააჩინა, ხოლო პოსტსამშობიარო გართულების შემდგომ ისე დაიღუპა, შვილების ნახვაც ვერ მოასწრო.

გარდაცვლილის მეუღლემ გიგა ცხელიშვილმა სოციალურ ქსელში შორენა ონიანიას დედის კადრები გაავრცელა, სადაც ის ახალდაბადებულ შვილიშვილთან ერთადაა.

„ბებოც ჩამოვიდა ბავშვებთან სულის სიმშვიდე ოდნავ რომ მაინც შეიმსუბუქოს.

ვერავინ გაიგებს მის გულში რამხელა სევდაა. ჩემთან მხოლოდ 10 თვე იცხოვრა და როგორ შემაყვარა თავი და დედის გულში რამხელა ტკივილია ვინ იცის“, - წერს გიგა ცხელიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წლის საუკეთესო დასასრული აზარასთვის…“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი მამა გახდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?