დღეს ყოფილ პარლამენტარს ხათუნა ხოფერიას დაბადების დღე აქვს. ის 57 წლის გახდა. სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე მილოცვები დილიდან არ წყდება.
„მე დავიბადე 29-ში, აგვისტოს თვეში.
რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიაროში ისეთი სიცხე იყო, რომ თავად მფარველი ანგელოზებიც კი აკაციის ხის ჩრდილს აფარებდნენ თავს.
მე დავიბადე და ვიტირე...
დასიცხული ანგელოზები შემოფარფატდნენ და თავზე გადამისვეს მსუბუქი ფრთები...
მას შემდეგ, როდესაც ვტირი, ყოველთვის ვგრძნობ თბილი ფრთების შეხებას, სხვა ისეთი არაფერი.
ჰო, კიდევ, რაზედაც მიოცნებია, ამსრულებია. არ ვიცი, ეტყობა, ჩემი ფიქრებიც იციან ჩემმა სერაფიმებმა. ამიტომ, ფიქრებშიც ვფრთხილობ ხოლმე. სხვა ისეთი არაფერი.
ჰო, კიდევ, ერთი ქმარი, ორი შვილი, რვა შვილიშვილი, ბევრი სიყვარული, საოცარი მეგობრები, სავსე პირადი ცხოვრება, წარმატებული კარიერა, გიტარა და ჩქარი ტაში, უამრავი რისკი, შიშზე გამარჯვების სიხარული, ჭაღარა თმაში და ბევრი სიბერის ნაოჭი.
მადლობა ამისთვის და ჩემი გაძლებისთვის, ჩემო მფარველო ანგელოზებო.
სხვა ისეთი არაფერი. ჰო, კიდევ, როდესაც ბოლოჯერ შემახებთ თქვენ თბილ ფრთებს, მინდა, რომ მეძინოს!“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ბორჯომში მაშველების მიერ გადარჩენილი პატარა ცხოველი“ - უსაყვარლესი ვიდეო
🎥 „შევეგებოთ გამარჯვებულ მეფე ნარიმანს!“ - ახალი კადრები მდუმარე ბერის სახლიდან