Digest Logo

„ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტეა მხსნელი ცოდვისაგან და არა მე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1751910592
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ძაღლი რომ მოგდევს უნდა გაერიდო, გაიქცე იქ, სადაც ვერ მოგწვდება, ასევე, ცოდვას, რომელიც შენ გაწუხებს, პირისპირ არ უნდა დაუდგე და არ უნდა ებრძოლო, არამედ გაიქცე მისგან იქ, სადაც ცოდვა ვერ მოგწვდება.
- სად?
- ქრისტესთან.
ქრისტე ხომ მხსნელია, ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტეა მხსნელი ცოდვისაგან და არა მე, საკუთარი ცოდვისაგან;
მე მაწუხებს ცოდვა, მე ვებრძვი მას, ოღონდ ამ ბრძოლაში არ იგულისხმება მასთან პირისპირ შერკინება,
არამედ - რაც მეტად მაწუხებს ცოდვა, რაც მეტად მაწუხებს ზოგადად განსაცდელი, ანუ რაც მეტად მაწუხებს განსაცდელი და ცოდვა - მით უფრო მეტად ვისწრაფი მე ქრისტესკენ“,- წერს დეკანოზის გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კარგი დასვენება...“ - ლუკა ლოჩოშვილი მოგზაურობიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 „ძალიან ვღელავ...ყველაზე მეტად მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ...“ - თიკა ფაცაციას განწყობა საკუთარი სიმღერის პრემიერამდე

🎥 „ფეხბურთელი, ვისაც გიორგი მიქაუტაძეზე უკეთ გამოსდის გოლების გატანა, არის...“ - რა კადრებს აქვეყნებს Geo Team-ი