ზაფხულის მიწურულს „ბლექ სი არენაზე“ 6 კონცერტი გაიმართება.
NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena)
FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)
Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space)
THE KILLERS - 15 აგვისტო (Black Sea Arena)
All Day I Dream - 18 აგვისტო (The Social Space)
Imagine Dragons - 31 აგვისტო (მიხეილ მესხის სტადიონი) - ამ ინფორმაციის პარალელურად მედიაში გავრცელდა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედის მიმართვა, რომელიც სახელმწიფოს თავისი შვილისთვის საჭირო ძვირადღირებული მკურნალობისთვისდახმარებას სთხოვდა.
ამ ორ ინფორმაციას სოციალურ მედიაში არერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგმა მოქალაქემ დაწერა რომ კულტურისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი, კულტურულ ღონისძიებებს უნდა მოხმარდეს და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი - ამ სფეროს.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს ლეგენდარული ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანაზე უარი და მოითხოვეს, რომ მათთვის განკუთვნილი თანხები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მოხმარდეს.
მათ შორის იყო უფლებადამცვალი ბაია პატარაია, რომელმაც დაწერა:
„სულ 16 აქონდროპლაზიის მქონე ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, რომლებისთვისაც მედიკამენტს არ ყიდულობს ქოცმთავრობა. სამაგიეროდ, დაგვიანონსეს, რომ 70 მილიონი უკანალში უნდა ამოისვან ტაშ-ფანდურით.
ეგ ფული ბიუჯეტისაა, ქოცებო, ანუ ჩვენია - ხალხისა! ჩვენ კიდევ მაგ კონცერტს, (რომლის ბილეთები კიდე ცალკე უნდა მოგვყიდოთ), გვირჩევნია იმ 16 ბავშვს დაეხმაროთ! არ გჯერათ? ვისაც გინდა, იმას ჰკითხეთ“, - წერს ბაია პატარაია.