Digest Logo

„ჩვენ უნდა ვიყოთ არა რელიგიურები, არამედ ქრისტიანები“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1774598774
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჯობია იყო თავმდაბალი, მთელი ცხოვრება და ეს გაცხოვნებს,
და შეიძლება კურნავდე,
და წინასწარმეტყველებდე,
და მთებს გადააადგილებდე,
ანგელოზებს ხედავდე,
და დაიღუპო.
აი, ეს პარადოქსული რამ არის,
და პარადოქსული არა ქრისტიანობისათვის, არამედ რელიგიურობისათვის,
და ჩვენ უნდა ვიყოთ არა რელიგიურები, არამედ ქრისტიანები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.