Digest Logo

„დაგელოდებით, რადგან შენ ხარ ქართული ფეხბურთი“ - საბა საპანაძე კვარას მიმართავს

1792648391
 საბა საპანაძე

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს უძღვნის:

„არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე, როგორც შენმა ROLE MODEL-მა გითხრა… არასდროს დაივიწყო, რომ უამრავი ადამიანის მაგალითი ხარ და უამრავ ადამიანს დღეებს ულამაზებ.

დაგელოდებით, რადგან შენ ხარ ქართული ფეხბურთი. იმ სიცარიელეს, რომელსაც შენი რეაბილიტაციის პერიოდი გაგვიჩენს, ვერაფერი შეავსებს.

ალბათ, ძალიან ბევრი ქართველი ახლავე მოაწერდა ხელს, მათ შორის მეც, ის იოგი შენს მაგივრად ჩვენ გაგვწყვეტოდა, თუმცა ასეთია ცხოვრება და არაფერი ხდება ღმერთის ნების გარეშე.

და მივყვეთ ღმერთის ნებას, რომელსაც შენთვის უკეთესი გეგმა აქვს, ჩემპიონო.

ერთ-ერთი შენთაგანი“, - წერს საბა საპანაძე.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Saba Sapanadze (@sapanadze_saba)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2026 წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ „ნუ ჩაერთვებით ჭორაობაში...“ - 22 ოქტომბრის ენერგიები

✕