საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.
ერთ-ერთი მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც წერს რომ მისი მესამე შვილი - კირა პატრიარქის ნათლულია.
„დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას…
ის ყოველთვის იამაყებს პატრიარქის ნათლულობით და კეთილი, ადამიანთმოყვარე გოგო გაიზრდება!“, - წერს ნანუკა გულუა.
შეგახსენებთ, რომ ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნეს გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.
ილია მეორის ნათლული ჯამში 50 000-ზე მეტი ბავშვია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: