ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„რომ შეცვალო, ჯერ უნდა შეძლო.
რომ შეძლო, უნდა მოემზადო.
რომ მოემზადო, უნდა გაიაზრო.
რომ გაიაზრო, უნდა შეისწავლო.
რომ შეისწავლო, უნდა გადაწყვიტო.
რომ გადაწყვიტო, უნდა მოინდომო.
რომ მოინდომო, უნდა შეაფასო.
რომ შეაფასო, უნდა დაინახო.
რომ დაინახო, უნდა განჭვრიტო.
რომ განჭვრიტო, ფიქრი უნდა გაათავისუფლო.
ფიქრი რომ გაათავისუფლო, მხოლოდ მთავარი უნდა შეიცნო.
მხოლოდ მთავარი რომ შეიცნო, ყველაფერი ზედმეტი უნდა მოაშორო.
რა დარჩება, ყველაფერი ზედმეტი რომ მოაშორო?
რა კი არა - ვინ.
და - ვინ?
ვისიც არ ითქმის სახელი.
ის "უცნაური და უთქმელია" ანუ - შეუცნობელი და გამოუხატველი.
მხოლოდ თავის თავთან და თავის თავისთვის არსებობს, რადგან მთელი სამყარო ის არის.
სახელი მხოლოდ იმას შეიძლება ერქვას, ვინც სულის ყველა სიმძიმე ზედმეტობას გაატანა.
მხოლოდ იმან შეიძლება რამე არსებითად შეცვალოს, ვისაც თავად არაფერი ზედმეტი არ აქვს.
თუ აქვს, ფრთებიც ვერ უშველის - მცირე სიმაღლიდანაც კი დროზე ადრე ჩამოვარდება.
გადამრჩენელი არ შეიძლება ძირს დაცემული იყოს - სიცოცხლის ხარისხი არ ეყოფა.
დათმე, რაც ზედმეტია, რათა მოიპოვო ის, რაც უკვდავია“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: