ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
იგი ამჯერად ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც ემოციურად წერს. ფოტო კი მეუღლესთან ერთად არის გადაღებული:
„დედა გაძლევს სიცოცხლეს, რომელიც შენ არ აგირჩევია.
ცოლი კი გაძლევს ცხოვრებას, რომლის გარეშეც არსებობა აღარ გინდა.
დედას უყვარხარ ჯერ კიდევ მაშინ, როცა შენ სიყვარულის მნიშვნელობაც კი არ იცი.
ის გიჭერს ხელს, როცა პირველ ნაბიჯებს დგამ და შენს გვერდით დგას, როცა ცხოვრებაში ეცემი.
შემდეგ კი ერთ დღეს ხვდები ქალს, რომელიც შენი მეუღლე ხდება.
ის ტოვებს საკუთარ სახლს, ხდება შენი ოჯახის ნაწილი და ირჩევს, რომ შენს გვერდით გაიაროს ცხოვრების ყველა გზა — კარგიც და რთულიც.
დედა შენი ცხოვრების ფესვია.
ცოლი კი შენი ცხოვრების გზის თანამგზავრი.
ერთმა სიცოცხლე მაჩუქა.
მეორე კი ჩემს ცხოვრებას სილამაზეს სძენს.
მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ორივე ასეთი დიდი სიყვარულია“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარი ხარ...“ - მანუ მურღულიას ცეცხლოვანი კადრები სოცქსელიდან
⭕ ხელოვნური ინტელექტი მარტოობას გვიმსუბუქებს თუ უფრო აღრმავებს? - ახალი კვლევის პასუხი
⭕სალომე შარვაძე შავ სამოსში პოზირებს - „საოცარი ადამიანი ხარ“