საზოგადოებამ ელენე ჩიბურდანიძე მაშინ გაიცნო, როდესაც სიმსივნე დაამარცხა. გუშინ კი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან 12 წლამდე ბავშვმა ფული წაართვა და გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ მას ინსულტმა დაარტყა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი ქეთი მიქაძე ავრცელებს.
„მეგობრებო, ვისაც არ გძინავთ, ვისაც შეგიძლიათ ილოცეთ ჩემი დედიკოსთვის, ელენეს ჯანმრთელობისთვის.
დღეს, საღამოს 9 საათისთვის ვალუტის პუნქტში 12 წლამდე ბავშვმა მოჰპარა ჯამიდან ფული, ელენე დადევნებია, წაურთმევია და შებრუნებულა ისევ გადამცვლელ პუნქტში, რა დროსაც მოუვიდა ინსულტი, გაუკეთდა თავის ტვინის ტრეპანაცია, იმყოფება კომაში, ადამიანი რომელმაც 30 წელზე მეტი ბავშვებს ემსახურა უამრავი თაობა გამოზარდა ასეთ დღეში აღმოჩნდა ისევ ბავშვის გამო. დედაჩემმა, რომელმაც უამრავ ტანჯვას გაუძლო და დაამარცხა სიმსივნე, არ შეიძლება ახლა ცუდად დასრულდეს ეს განსაცდელი, ილოცეთ გთხოვთ, სხვა ამჟამად არაფერი შეგვიძლია
თვის ბოლოსაც სტამბოლში მივდიოდით კვლევებზე, სწორედ ამიტომ იყო ვალუტის პუნქტში, სულ მოუსვენარი, ენერგიული, სიკეთის გამცემი, მე ნამდვილად არ ვგავარ მას, მაგრამ უფალს ვთხოვ არ დამსაჯოს ასე მწარედ“, - წერს ქეთი მიქაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ – როგორ განმარტავს ლევან ღვინჯილია
🎥 „დამიბრუნე ჩემი ინსტაგრამი უკან“ - თინა კანდელაკი კადიროვს ინგლისურს ასწავლის