ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც დედაზე წერს:
„ჩემი ყველაზე ძვირფასი, საოცარი და სანუკვარი დედა.
ვაბედნიერებთ, ვუფრთხილდებით და შევხარით ერთმანეთს.
დედას ვგავარ ფიზიკურად, ხასიათით და ბუნებით.
დედამ მასწავლა, რომ სხვას კი არ უნდა ვაჯობო, არამედ საკუთარ თავს.
დედამ მასწავლა, თუ არ გინდა დარდი და ტანჯვა, სხვის შეცდომებზე ისწავლე ცხოვრებაო.
დედამ მასწავლა, სხვის დასანახად, სხვის ჯიბრზე და ჯინაზე ნუ იცხოვრებ, რაც მოგეცემა ტკბილად მოიხმარე და იმაზე მეტი მოგეცემა ვიდრე გინდაო.
მიყვარხარ დედა“, - წერს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ბასლანძე უფროს შვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - „რა კარგი ხარ, ელენიკო“