
ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილი, მარიკა კვალიაშვილი იუბილარია.
იგი 1937 წლის, 7 მაისს თბილისში დაიბადა.
კომპოზიტორს იუბილეს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„დღეს დიდი კომპოზიტორის, ქალბატონი მარიკო კვალიაშვილის დაბადების დღეა! გილოცავთ დიდი სიყვარულით!“, - წერს ზურა ხაჩიძე.