რამდენიმე დღის წინ ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიას ადგილზე 50 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მისი შვილი, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, დღეს, 20 ნოემბერს დაიღუპა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი - ჩხოროწყუ“ ავრცელებს:
„ჩვენი თბილი და მეგობრული გიოც აღარ გვყავს!
რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუელი მამა-შვილი ავტოავარიაში მოჰყვნენ. სამწუხაროდ, მამა ადგილზე გარდაიცვალა. ვერც შვილის გადარჩენა მოხერხდა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქალაქისთვის.
გამძლეობას ვუსურვებ მათი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. გულები გვტკივა ყველას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამერიკაში შესრულებული „ჩემო კარგო ქვეყანა“ და აცეკვებული გია ჯაჯანიძე
⭕„დავმუნჯდი, ულამაზესი ხარ“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან