გუშინ, 7 ნოემბერს, თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად 22 წლის დიმა პანიუკოვი ემსხვერპლა.
დაღუპულს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:
„რა ვთქვა აღარ ვიცი, რით დავიწყო შენზე საუბარი.
უწესიერესი და ძალიან კარგი მეგობარი, შვილი, ძმაკაცი და შემიძლია კიდე ბევრი ვილაპარაკო დიმა შენზე, ეს ის მომენტია უკვე. მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა არასწორ მანევრს. ყურადღებით იარეთ ხალხო, ყურადღებით.
ვინც მიტოთი დავდივართ დაიმახსოვრეთ, არ ვართ დაცულები საერთოდ. ბევრმა მაგის გამო დავანებეთ სიარული მოტოთი, როცა საჭესთან სხედხართ მანქანის სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ასეთი შეცდომა არ დაუშვათ და ასე უმიზეზოდ არ უნდა ვკარგავდეთ ახალგაზრდებს, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული დიმა ძალიან დაგვწყვიტე გული, სულ რაღაც 22 წლის ასაკში“, - წერს გიორგი ფირცხალაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს, 8 ნოემბერს საქართველოში