აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, მომღერლის ნინა წკრიალაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მომღერალმა ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე, საბერძნეთში ყოფნის პერიოდსა და ბიპოლარულ აშლილობაზე ისაუბრა. მაკუნა გოჩიაშვილი ნინას მხარდამჭერს პოსტს ავრცელებს.
„ნინა წკრიალაშვილს ვუყურე ლელასთან ❤️
ძალიან მინდა ვიცნობდე და პირადად ვუთხრა რომ, ჰო, ცუდად მოგექცნენ, მოგკლეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდეს.
და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაგ ჯოჯოხეთში შინაურებმაც კი ვერ მოგცეს სათანადო მხარდაჭერა, განსჯის ნაცვლად, უბრალოდ გამხნევება.
ამიტომაც ხარ ახლა ასე ცუდად, მაგრამ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ ჩერდები და ეძებ მაინც ძალებს რომ წამოდგე. აუცილებლად შეძლებ!“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ
🎥 „მეტირება სულ... ბიპოლარული აშლილობა მაქვს, პანიკური შეტევების ციკლი დამეწყო“ - ნინა წკრიალაშვილი