Digest Logo

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ“ - ანა არგანაშვილი

1667300970
ანა არგანაშვილი და თამარ მაყაშვილი

„არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი  მსახიობ თამარ მაყაშვილის მიერ ტელევიზიით გამოთქმულ ფრაზას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სინანულს დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგჯერ მთავარი დასჯა არ არის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ. სინამდვილეში, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა.

თამარ მაყაშვილის როლიდან მოხსნით მისი საზოგადოებისთვის ნათქვამი ბოდიში არაფრად მივიჩნიეთ და ისევ გარედან მოხვეული სასჯელის პოლიტიკა ავირჩიეთ.

არადა, საზოგადოება უფრო განვითარებულია როდესაც ადამიანები შინაგანი წესებს ემორჩილებიან და გარედან შემზღუდავი კანონები აღარც ესაჭიროებათ“, - წერს ანა არგანაშვილი.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით, რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილები“ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართვას ავრცელებს

🔵„გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ლუკა ნაჭყებია

🔵🎥 „წყალი ყინულივით ცივი იყო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა სტამბოლიშვილი