ცნობილი ფიტნესინსტრუქტორი, ვლოგერი და ტიკტოკერი თიკო ყაველაშვილი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ინდოელი ომარ ამანია, რომელიც საამიროებში მოღვაწეობს.
ქორწილიდან ფოტოები თიკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
იგი ამჯერად, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის საზოგადოებას სასიამოვნო სიტყვებისთვის და ასევე კრიტიკოსებს მიმართავს:
„ეძღვნება, მათ ვინც ჩემს დეკოლტეს და სხვა დანარჩენს განიხილავს. პოზიტიურ ადამიანებს გიხდით მადლობას თქვენი სასიამოვნო სიტყვებისთვის!
ყოველი კარგი კომენტარი, თბილი სიტყვა და მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან სასიამოვნოა, როცა კეთილი ენერგია ბრუნდება უკან ორმაგად და გულით.
მადლობა ყველას, ვინც ხედავს შრომას, გულწრფელობას და პოზიტივს. თქვენი კეთილი სიტყვები ნამდვილად ამძაფრებს მოტივაციას და ძალას მაძლევს, გავაგრძელო ის, რაც მიყვარს.
ასევე სულით ბილწ ადამიანებს მივმართავ, ზოგჯერ კომენტარები ბევრს გვიყვება, არა იმაზე, ვისზეც წერენ, არამედ იმაზე, ვინც წერს.
სიტყვები ყოველთვის ასახავს ადამიანურ დონეს და მადლობა მათ, ვინც თავიანთი სიტყვებით აჩვენეს საკუთარი მდაბიო თავი.
ზრდილობას ყველას ვერ ასწავლი, მით უმეტეს ბებია/ბაბუის ასაკის ხალხს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო დღეს, თეორიულად სწავლისთვის გვიანი არასდროს არის.
თუ სხვის გალანძღვაზე გაქვს დრო, ესე იგი ჩემი საქმე აშკარად უკეთ მიდის, ვიდრე შენი.
გმადლობ კომენტარისთვის, ცოტა სიბნელე სინათლეშიც ხომ უნდა იყოს. სიყვარულით, თინათინი“, - წერს თიკო ყაველაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: