Digest Logo

„ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“- რას წერს ზურაბ შევარდნაძე

1744885694
ზურაბ შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დიდი ხუთშაბათის დღეზე იმ ტრადიციის შესახებ წერს, რომელიც გურიაში მის ბავშვობაში ჰქონდათ.

„ჩემს ბავშვობაში, გურიაში სჯეროდათ, რომ დიდ ხუთშაბათს მიწაში ჩაყრილი თესლი ერთი ასად ამოდის და ჩხირიც დაარჭო განედლდება. ამიტომ თესლებს მანამდე დავახარისხებდით და მოვიმარაგებდით, დასარგავსაც ამ დღისთვის შევინახავდით.

თავსხმა და დელგმაც, რომ ყოფილიყო უსათუოდ დავთესავით და დავრგავდით. „ჩულქებში" გამოკონილ თესლებს რომ ყრიდა ბებია მიწაში ჩურჩულით მიაყოლებდა ლოცვას: „სიკეთით მომაწევიე და სიკეთით მომახმარე წრომანდელი მოსავალიო.." ბაბუაც დაკრავდა თოხს და მიაყრიდა დაშლილ ბელტებს ბებიას ჩაყრილ სამშეთა,ქონა და გიშერა ლობიოს კაკლებს, ფორჩხის კიტრებს და ხაპერებს.

ფოცხით გადაუვლიდა კეჟერა ფხალს, მაკიდოს და ნიახურის კვლებს. დიდ, თათრულა ხაპებს ბუდნებათ ვთესავდით და საძროხის სახურავზე აგვყავდა ჩელტებით.. ცერცვი წინა წლის ოქტომბერში ითესებოდა და ამ დღეს უკვე პარკში თუარა ყვავილში მაინ იყო.

ღვივოდა ჩვენი ბახჩა მისდღემჩი და დაზამთრებამდე ბებიას კალთებით გადმოქონდა და გადმოქონდა ნაირ-ნაირი ბოსტნეული და მწვანილი.. სავსე იყო ყოველთვის გობები, გოდრები, კალათები.... საკმარისზე მეტი გვქონდა სულ ყველაფერი. ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით..“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კეთილი და უბრალო რომ არის, ეს უფრო ალამაზებს“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „გამოიყენეთ შანსები, რომელსაც სამყარო გიგზავნით“ - 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ყველისსოკო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოკოა“ - რატომ ჰქვია მას ყველისსოკო, ეს უნდა იცოდეთ!