Digest Logo

„ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა - არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1707749213
გიორგი კეკელიძე

„ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი - თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა. რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ“, - ამის შესახებ  მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამყარო არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი.

„ზუსტად ერთი თვის წინ, თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა - არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო.

ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება - ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი - თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა. რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ - დრო დასჭირდა შენობის გამაგრებას - უმძიმესი და დეტალური სამუშაო. მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს - ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით მალე გაიხსნება) - ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში - შევძელით კიდეც. სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა - 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო 11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში", არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები - „მთავარია ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს..“ - რგებდა სევდას მაინცდამაინც.

მეორე დილით, ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე და ხელახლა დავიწყე შენება - არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში - ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში - თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი - არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს - ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე - ცოტა სახალხოდ და მეტად - გულში.
ახლა გაცილებით ძლიერი ვარ.

წინ დიდი გზებია!“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც თებერვლის სავსე მთვარე კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სიახლეებსა და ცვლილებებს მოუტანს

„ნუთუ ნიჭი ამდენად მოკვდა საქართველოში? არ მინდოდა ხმის ამოღება, მაგრამ ვალდებული ვარ და ვამბობ!“ - რას წერს იუნა შაფათავა