Digest Logo

„ეს ამაზრზენი და მიუღებელი „ფურთხის კულტურა“ ქუჩებში უნდა დასრულდეს! უზნეობაა“ - მედეა შაფათავა

1769777490
მედეა შაფათავა

ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელი მედეა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელში იგი მწვავედ აკრიტიკებს მოქალაქეების ნაწილს, ვინც ქუჩებსა და სკვერებში აფურთხებენ და ანაგვიანებენ სიგარეტის ნამწვავით გარემოს. მისი თქმით, ასეთი ქცევა მიუღებელია და უნდა დასრულდეს.

„დიორის“ ახალ კოლექციას ვათვალიერებ და მეცინება (არაა სასაცილო):

ჩვენს ფურთხით შემკულ-გაუბედურებულ ქუჩებში მაგ ფეხსაცმლით რომ ვიარო, ეგრევე უნდა გადავაგდო. მაგას რა გარეცხავს და დიახ, მე მიყვარს ფეხით სიარული, ოპერიდან, თეატრიდან ყოველთვის ფეხით ვბრუნდები, რომ გავიაზრო, რაც ვნახე და სადაც წამიღო ფიქრებმა, სიარულის დროს ყველაზე კარგად მეფიქრება.

ამ დროს მუდამ ფეხქვეშ ვიყურები, რამე სრიალა საზიზღრობას არ დავაბიჯო, ორფეხა ღორ-აქლემამ რომ დატოვა.

გუშინწინ მე და მაშამ ავისეირნეთ ზევით და მერე „დედაენის“ პარკში შევედით. რაღაც მქონდა უცებ გასაგზავნი-მისაწერი, ჩამოვჯექით და მინდა გითხრათ, ამაზრზენი სიტუაციაა ამ ფურთხებით. ყველა bench-თან ფურთხის გროვებია.

უნდა მოიყვანო და აალოკინო საკუთარი ენით, ვინც დატოვა.

პარკში ვერ ჩამოჯდები გულისრევის შეგრძნების გარეშე.

და უკაცრავად, შესაბამისი სიტყვებით ვწერ, ეს ამაზრზენი, საშინელი, მიუღებელი „კულტურა” უნდა დასრულდეს. იგივენაირად, მწეველთა „ბიჩოკების“ მიწაზე დაგდების და მანქანების ფანჯრიდან გადაგდების უზნეობაც უნდა დავასრულოთ.

შეკითხვა მაქვს იმათთან, ვინც ამას აკეთებთ.

და ბევრნი აკეთებთ:

სად გაიზარდეთ? ეს სამარცხვინო ქცევა ვინ გასწავლათ?

ჩემს უბანში არ იყოს: ჭიშკარს ვაღებ და ფეხის დადგმისას მაკანკალებს ზიზღისგან.
ოდესმე გადაეჩვევით ქართველი კაცები აქლემობას???

პ.ს. ეს „ფურთხის კულტურაც“ საქართველოს დამპყრობლების დნმ-ის და დაბალი კუკტურის
ნაწილია. სად გინახავთ, ფრანგი ან იტალიელი ან თუნდაც ესპანელი მოდიოდეს ქუჩაში და მარჯვნივ და მარცხნივ იფურთხებოდეს???

ჩვენებმა კი ეს განსაკუთრებით იციან: მოდიან, გიყურებენ და თავის მოსაწონად (რა დავარქვა??) უცებ ნორმალური, თითქოს ახალგაზრდა კაცი აიღებს და გადააფურთხებს“,- წერს მედეა შაფათავა.