Digest Logo

„ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა. თქვენს მოქნეულ წიხლს თუ იგერიებენ, ნუ გიკვირთ“ - ტასო ლოსაბერიძე

1674801793
რენტგენის ფოტო

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში რენტგენის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ძაღლმა ქვები იმიტომ შეჭამა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და არავინ კვებავდა.

ტასო ლოსაბერიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ცხოველთა მიმართ აგრესიის გამოვლენის მაგივრად, სჯობს ერთი ლუკმა მიაწოდონ.

„ამ რენტგენის ფოტოთი გიპასუხებთ ყველას, ვისაც გგონიათ რომ ძაღლები აგრესიულები არიან.

ამ წერტილებს ხომ ხედავთ, ეს არის ქვები, რომელიც მშიერმა ძაღლმა შეჭამა, იმიტომ რომ შიოდა და სხვა გზა არ ჰქონდა.

აი, ასეთი ტანჯვის გადატანა უწევთ ქუჩაში ძაღლებს და თქვენს მოქნეულ წიხლს თუ იგერიებენ, ნუ გიკვირთ.

თქვენი ცხოვრების 1 დღე რომ გაატაროთ, ქუჩის ძაღლის ცხოვრებით, ისე რომ გშიოდეთ ქვებს ჭამდეთ, დარწმუნებული ვარ უარესს გააკეთებდით.

ეცადეთ აგრესიის მაგივრად 1 ლუკმა მიაწოდოთ და დამიჯერეთ, არცერთი ძაღლი არ დაგგლიჯავთ!“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 „უმაგრესი ადამიანი ხარ“ - გივიკო დიდია ამღერდა

🎥 „თბილისი, ვარკეთილი X კვ ბ კორპუსის ლიფტი“ - შოკის მომგვრელი კადრები სადარბაზოდან

🔵„მაგ წონაზე იქით უნდა აჩუქო კაცებს ოქრო“ - კესარია აბრამიძე ბულინგისთვის სკანდალში გაეხვია