ეკონომისტი, ლექტორი, პროფესორი ოთო აბესაძე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება და მომავალ სტუდენტებს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს.
„რამდენი ჩარიცხვებია. გილოცავთ. პირველკურსელებთან პირველ ლექციას ყოველთვის ვიწყებ ამ ფრაზით:
ეს არის თქვენი პირველი ინვესტიცია (საკუთარ თავში) და ამ ჩადებულ ინვესტიციას როგორც ამოიღებთ ცოდნის წამოღებით და პრაქტიკაში გამოყენებით, ზუსტად ისე გაგრძელდება თქვენი მომავალი ეკონომიკური ცხოვრება‼️
გილოცავთ კიდევ ერთხელ და შევხვდებით”- წერს აბესაძე.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი.
NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
⚪„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში სტუმრობის შემდეგ
🔘🎥 „გთხოვთ ყურადღებით, საბოლოოდ მოისმინოთ“ - მამულიჩა საგანგებო მიმართვას ავრცელებს
🔘შორენა ბეგაშვილის ფრანგული ვოიაჟი გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს