ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანში რომ შემოდის განსაცდელები და უძლურებანი — ეს არის ღვთის წყალობა,
რომ ძალიან არ შეგვიყვარდეს ამ სოფლის ფუფუნება,
ძალიან არ შევიყვაროთ ამ სოფლის კეთილდღეობა,
იმიტომ, რომ ეს, ბუნებრივად გვავიწყებს მთავარ განსაცდელს — რომ აუცილებლად მოვკვდებით,
— ნახეთ რამდენი ვართ აქ?!
— რამდენიმე ათეული წლის მერე, არცერთი აღარ ვიქნებით — ეს არის რეალობა,
მაგრამ, კიდევ უფრო საშინელ რეალობას გეტყვით — ჩვენ წარვდგებით ღვთის წინაშე,
— გავმართლდებით თუ არა?!
ეს არის ყველაზე საშინელება,
ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შენ ხარ ყველაზე იღბლიანი პირად ცხოვრებაში...“ - 12 თებერვლის კოსმოსური ამბები
⭕„მასში ერთიანდება ხელოვნება და სულიერი სილაღე...“ - რა გავლენას ახდენს ვარსკვლავი Vega ჩვენზე
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში!...“ - 12 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი