ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი იუბილარი იყო, ის 52 წლის გახდა. დაბადების დღე მან საზეიმო ვითარებაში აღნიშნა და უამრავი მილოცვაც მიიღო, რისთვისაც საზოგადოებას მადლობა სოციალურ ქსელში გადაუხადა.
„უღრმესი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის!
მინდა გითხრათ, რომ ეს დაბადების დღე განსხვავებული და მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. 29 ოქტომბერს, ქ. ათენში, განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიისა“ და მისი ხელმძღვანელის, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის მოწვევით, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი ძვირფასი თანამემამულეებისა და ბერძენი სტუმრებისთვის ჩავატარე საჯარო ლექცია თემაზე „ქართული პოლიფონიური მუსიკის საერთაშორისო მნიშვნელობა“. მრავალხმიანი ქართული სიმღერები ცოცხლადაც ააჟღერეს ათენში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლის „კავკასიის“ წევრებმა.
ლექცია გადაიზარდა დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტში, სადაც ჩემმა მასპინძლებმა საგანგებოდ მოიწვიეს რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ბრწყინვალე შემსრულებელი, ლეგენდარული ბერძენი მომღერალი იოვანნა, რაც მოულოდნელი და მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი იყო ჩემთვის.
საღამო დაამშვენა უნიჭიერესმა ახალგაზრდა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ, რომელსაც მთელი საბერძნეთი იცნობს ბერძნულ „ვოისში“ მისი საოცრად შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ.
ძალიან დიდი მადლობა საუცხოო მასპინძლობისთვის ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელიც წლებია მართლაც დიდ ქართულ საქმეს აკეთებს საბერძნეთში, მადლობა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც ნამდვილ დღესასწაულად აქციეს ჩვენი საღამო, მადლობა ჩემი საერთაშორისო კულტურულ-შემეცნებითი პროექტების მხარდამჭერს „საქართველოს რკინიგზას“ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თითოეული თქვენი მოლოცვისთვის, სითბოთი სავსე სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის“, - წერს გია ბაღაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები