Digest Logo

ეს დღეც დადგება… გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება - სოფო ბერიძე

1606115756
ექიმი - სოფო ბერიძე

ექიმი სოფო ბერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, პანდემიის დასრულების დროც მოვა, თუმცა მომავალი ახლანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული. 

ექიმი წერს, რომ ახლა მედიკოსების მთავრი საზრუნავი ის არის, რომ პანდემია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის დაღუპვით დასრულდეს.

„აკვიატებად გვექცა იმის მტკიცება, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე ნათელი იყო მოვლენების ამ სცენარით განვითარება...

რთულად აღსაქმელი და დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ციფრები ორი კვირის წინ მოხსნილი ნიღბის ბრალია...

დიახ, დღევანდელი ქცევა - ერთი თვის შემდეგ შეცვლის მოვლენებს, დღევანდელი სტატისტიკა კი - აღვირახსნილი აგვისტოს ბრალია...

თუმცა ყველაფერი ოდესმე სრულდება და ეს პანდემიაც დასრულდება - იმის მიუხედავად ჩავერევით თუ არა ჩვენ, რიგითი მოკვდავები მის მართვაში!

კლინიკები ოდესმე დაიცლება, ბოლო პაციენტის ფორმა 100-ს დაასრულებს ექიმი, გადახედავს ცარიელ საწოლს, მონიტორის იზოხაზს, ზონარ-შემოხვეულ პულსოქისმეტრს და შვებით ამოისუნთქებს...

ნიღაბს მოიხსნის ეზოში ჩასული მოზარდი, გამოაჩენს პირტიტველა სახეს და ლაღად გაიღიმებს...

აღარ შევცბებით თანამოსაუბრის მსუბუქ ჩახველებაზე... მეგობარს გადავეხვევით ისე, არ ვიფიქრებთ ჯანმრთელია თუ არა მისი ყველა კონტაქტი ...

აღარ დაგვიმძიმებს მხრებს სამსახურის ვერ დატოვებით ოჯახისთვის შექმნილი საფრთხე და სამსახურიდან მოსულიც მაგრად ჩავეხუტებით შვილებს...
ეს დღეც დადგება...

გვახსოვდეს, პანდემია დასრულდება!
ჩვენი მიზანია
ნაკლები ზიანი...
ნაკლები ადამიანური მსხვერპლი...“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

წლის ბოლომდე მილიონ შემთხვევამდე ავალთ - ექიმი

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა კორონავირუსი დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა - განახლებული სტატისტიკა