Digest Logo

„ეს კვებითი მოდელი განკუთვნილია ზოგადად ჯანმრთელი ადამიანებისთვის და გამოიყენება მხოლოდ წონის კლების მიზნით“ - ნატა გაგუა

1779027445
კვება კვება კვება

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.

იგი კვებით მოდელს გვიზიარებს, რაც ჯანმრთელი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და გამოიყენება წონის კლებისთვის:

„განტვირთვის დღე - ეს კვებითი მოდელი განკუთვნილია ზოგადად ჯანმრთელი ადამიანებისთვის და გამოიყენება მხოლოდ წონის კლების მიზნით.

ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში (ენდოკრინული, კარდიოლოგიური, გასტროენტეროლოგიური და სხვა მდგომარეობები) აუცილებელია მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაცია.

საკვების ალერგიის ან აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტები უნდა გამოირიცხოს.

ეს პროტოკოლი არ წარმოადგენს ინდივიდუალურად დანიშნულ სამედიცინო კვებით გეგმას (ყველა რაოდენობა მითითებულია მზა/მომზადებული პროდუქტის წონით).

საუზმე:

კვერცხი: 2 ცალი (მოხარშული)

ავოკადო: ½ ცალი

ისპანახი: 100 გრ (ნორჩი ფოთლები)

კიტრი: 1 ცალი

სადილი:

ყველი: 50 გრ

წიწიბურა: 150 გრ (მოხარშული)

მწვანე სალათი: 150 გრ (სალათის ფურცლები, ბოლოკი, ოხრახუში, კამა)

დრესინგი: 1 ს/კ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი + ლაიმის ან ლიმონის წვენი

სამხარი:

ხაჭო: 150 გრ (5%-იანი)

კენკრა: 100 გრ (მარწყვი ან მოცვი)

ნუში: 12 ცალი

ვახშამი:

ქათმის ფილე: 150 გრ (ჰაერღუმელში ან გრილზე მომზადებული)

ყაბაყი: 200 გრ (ჰაერღუმელში გამომცხვარი, მწვანილებით)

გოგრის თესლი: 20 გრ (ნედლი)

რეკომენდებულია ვახშმის დასრულება 20:00 საათამდე.

ჰიდრატაცია და ინტერვალები:

წყლის რეჟიმი: რეკომენდებული რაოდენობაა დაახლოებით 2.0 ლიტრი დღეში. წყლის მიღება შესაძლებელია დღის განმავლობაში, კვებებს შორის.

დამატებითი სითხეები: უშაქრო ჩაი და შავი ყავა დასაშვებია 2–3 ფინჯანი დღის განმავლობაში (მხოლოდ კვების ფანჯარაში).

ღამის ინტერვალი: რეკომენდებულია 12–16 საათიანი ღამის ინტერვალი. ვახშამსა და საუზმეს შორის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ წყლის მიღება.

ბიორიტმი: კვების დრო უნდა მოერგოს ინდივიდუალურ ბიორიტმსა და ცხოვრების წესს. მარილი გამოიყენეთ ზომიერად (რეკომენდებულია ვარდისფერი ჰიმალაის მარილი). გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია კურკუმასა და ახლად დაფქული შავი პილპილის დამატება ზომიერად.

რაციონი ხასიათდება: 

ზომიერი ენერგეტიკული დეფიციტით - სტაბილური და ჯანსაღი კლებისთვის.

მაღალი ცილის შემცველობით - კუნთოვანი ქსოვილისა შესანარჩუნებლად.

ბოჭკოთი მდიდარი ბოსტნეულის ჩართვით - საჭმლის მომნელებელი სისტემის ოპტიმიზაციისთვის.

ჯანსაღი ცხიმების არსებობით - უჯრედული რეგენერაციისა და ჰორმონალური ბალანსის მხარდაჭერისთვის.

მინიმალურად დამუშავებული საკვების გამოყენებით - უჯრედული გაჯანსაღებისთვის.

კონტროლირებადი ნახშირწყლების მიღებით -გლიკემიური რყევებისა და სითხის ბალანსის მხარდაჭერად“, - წერს ნატა გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ გადახვალთ ნეგატივში და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში...“ - თაკო მელიქიშვილი 17 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„ოჯახი ქოლგას ჰგავს, როცა გარეთ ქარია, წვიმაა, ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც სულ ცოტა ხნით მაინც შეაფარებს თავს“ - ლამზირა ხაჭაპურიძე

„ფული დახარჯეთ მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც მართლა გჭირდებათ...“ - 17 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი