Digest Logo

„ეს სურათი არ მოხვდა საქმეში. მოწმე ამბობს, რომ გამომძიებლის დამოკიდებულება იყო „მკვდარ ბავშვს მაინც არაფერი ეშველება და ცოცხლებს ნუღარ გავურთულებთ ცხოვრებას“ - სალომე ბარკერი აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

1653976098
სალომე ბარკერი

ექსკურსიაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილის და სალომე ბარკერი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქმის მორიგი პროცესის დროს დაიკითხა მოწმე, რომელიც „მეგობრებთან ერთად წინა დღეს ავიდა იმავე ჩანჩქერზე და მეორე დღეს შეესწრო ყველაფერ მომხდარს“.

„ჰაილაითები:

1. ეს მოწმეები თვითონ როცა ავიდნენ ჩანჩქერზე წინა დღეს, მაშინ ნახეს წყალდიდობისგან ჩამოშლილი გზები. და რამდენჯერმე „სიკვდილს ჩახედეს თვალებში“ და თქვეს, რომ აქ მეორედ არასდროს ამოვიდოდნენ.

2. თითქმის ყველა ბავშვი და ერთი მასწავლებელი ხტებოდა წყალში კლდიდან და ერთმანეთს ამხნევებდნენ და ტაშს უკრავდნენ ამ პროცესში. და ეს იმდენად მოულოდნელი და უცნაური სანახავი იყო მოწმეებისთვის, რომ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.

3. ფოტო, რომელიც გადაიღო ამ მოწმემ, მოგვიანებით გამომძიებელსაც აჩვენა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სურათი არ მოხვდა საქმეში. მოწმე ამბობს, რომ გამომძიებლის დამოკიდებულება იყო „მკვდარ ბავშვს მაინც არაფერი ეშველება და ცოცხლებს ნუღარ გავურთულებთ ცხოვრებას“, ამიტომ არც უკვირს, რომ ეს ფოტო არ მოხვდა საქმეში. (ფოტოზე ასახულია წყალში კლდიდან თავით მხტომელი სოფის კლასელები + ამ წყალში ყელამდე მყოფი მასწავლებელი. კომენტარებში ვპოსტავ) არადა მთელი სამი წელია ამტკიცებენ, რომ ამ წყალში ბანაობა საერთოდ რა სიფსიხეა, არც კი უფიქრიათ, ღმერთმანი.

4. სოფი ჩანჩქერზე ავიდა სამ ბავშვთან ერთად მოგვიანებით. (ნაკადებად ადიოდნენ ბავშვები, სოფის ჯგუფი იყო უფროსი მეთვალყურის გარეშე) და სოფის გზა ასწავლეს ამ მოწმეებმა.

5. სოფი როცა მშვიდად და წყნარად ზურგზე ცურავდა და დინებამ წაიღო, ამ ფაქტს ყველაზე ახლოდან უყურებდნენ ეს მოწმეები და როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მაშინვე ატეხეს პანიკა და დაიწყეს მოქმედებები, იქვე მყოფმა ტურისტებმა მისცეს თოკი, ეს თოკი მოიბეს და სცადეს წყალში შესვლა სოფის დასახმარებლად.

6. სანამ პირველი რამდენიმე მნიშვნელოვანი წუთი გადიოდა და ეს უცნობი ადამიანები ცდილობდნენ სოფის დახმარებას, იქ სხვა არავინ იყო. მასწავლებელი სად იყო? სადღაც ცოტა ზევით. პირველი ხუთი წუთის მერე შეამჩნია ამ მოწმემ, რომ მასწავლებელმა შემოიკრიბა ბავშვები და რაღაცას ელაპარაკებოდა. (ნეტა რას? God knows.)

7. როცა ამ ყველაფრის მერე ქვევით ნაკრძალის შესასვლელთან ჩამოვიდნენ, შეესწრნენ რამდენიმე ადამიანს, აქედან ერთი ამბობდა, რომ ეს ექსკურსია არ იყო შეთანხმებული არავისთან, და მეორე ადამიანი ამბობდა, რომ ამ ჯგუფს შესთავაზეს გიდის გაყოლა, მაგრამ იქიდან უპასუხეს, რომ სპორტის მასწავლებელი აგერ ვარ და გიდი არ გვჭირდებაო. (სპორტის მასწავლებელი ის არის, თავით რომ ხტებოდა წყალში და მერე სხვა ბავშვებს რომ ატრენინგებდა სწრაფ რეჟიმში.)

პ.ს. აღნიშნული მასწავლებლის ადვოკატმა ამ მოწმეს ჰკითხა, აქამდე რა სირთულის მარშრუტებზე ხართ ნამყოფიო, რომ სწორად შევაფასოთ თქვენ თვითონ რას აღიქვამთ რთულადო. და კიდევ ბევრი ისეთი კითხვა დაისვა, რომლის გამეორებაც გულს მეორასედ გამიხეთქავს, ამიტომ არ გვინდა.

კიდევ ერთხელ გაიხარეთ.

პროცესები გაგრძელდება ივნის-ივლისში”, – წერს სალომე ბარკერი და პოსტის კომენტარებში ფოტოს აქვეყნებს წარწერით:

„ბავშვების სახეების დაფარვას ვაპირებდი, მაგრამ მგონი ისედაც არ განირჩევა დიდად

აი, ქვევით კუთხეში რომ მხოლოდ თავი ჩანს, ეგ არის მასწავლებელი. (ჩვენებაში იძახის, რომ უბრალოდ ფეხი დაისველა თორე რა ბანაობა უაფშეეე).

აი, ზევით კლდეზე რომ ბავშვები დგანან, მანდედან ხტებოდნენ თავით“, - წერს სალომე ბარკერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამერიკაში ნუ მოდიხართ, ზღაპარია, რომ აქ მაგარია, ეს ველურების ქვეყანაა… აქ ხალხი ღარიბია“ - იუნა შაფათავა

🔵„ერთი შეხედვით მართებული გადაწყვეტილება მომავალში სერიოზული უსიამოვნებებით დაგიბრუნდებათ“ - ცაგარელის დღის რჩევა