Digest Logo

„ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დასავლური საეკლესიო ტრადიციით შესრულებული ქანდაკება“ - ილია ჭიღლაძე

1678802422
ღვთისმშობელი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ღვთისმშობლის ქანდაკებას აქვეყნებს და წერს, რომ სწორედ ეს კონკრეტული ქანდაკება გახდა ევროკავშირის დროშის შექმნის შთაგონების წყარო.

🔵„ახლა რასაც დავწერ, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ დარწმუნებული ვარ... “ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დასავლური საეკლესიო ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი, ხოლო ფეხები დადგმული აქვს ლურჯად შეღებილ სფეროზე, რომელზედაც ასევე ყვითელი ფერის ვარსკვლავებია.
მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადისქალწული მარიამის ქანდაკება იყო. ქვემოთ ფოტოზე ასახულია აღნიშნული ქანდაკება“, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემთვის ევროპა ჩემი ოჯახია, ჩემმა ევროპამ ჩემს სამ კლასელს ახალი სიცოცხლე აჩუქა“ - ლალი მოროშკინა

🔵რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი?

🔵„დღეს მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას“ - ცაგარელი