მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც თავად წერს, წლების განმავლობაში საჯარო დაპირისპირებას თავს არიდებდა, ახლა კი ის და მისი ადვოკატი შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მუქარის შემცველ შეტყობინებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ.
„ვინც მიცნობს და თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებით საქმიანობას, ემახსოვრება, რომ 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ჩემს მთავარ საქმეს - სიმღერას და ჩემს საყვარელ მსმენელს.
ბოლო წლებია, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ამუშავებულია მიზანმიმართული დამუნათების კამპანია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება, შეურაცხმყოფელი კომენტარები და, მათ შორის, მუქარის შემცველი შეტყობინებები.
წლების განმავლობაში თავს ვარიდებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია მუქთახორა და გაბოროტებული ადამიანების აბსურდული ბრალდებებისა და სკაბრეზული გამონათქვამებისთვის.
არც ახლა გავირჯებოდი და მოგაცდენდით ასეთი უბრალო ამბებისთვის, რომ არა ზღვარსგადასული სისტემური კამპანია, რომელიც შორდება ლუზერების ყოველდღიური გართობის ფარგლებს და ჩემი და ჩემი ოჯახისთვის დამაზიანებელ სახეს იღებს.
სიმართლე გითხრათ, ამ ტიპის ადამიანებთან არც პოლემიკის სურვილი მაქვს და არც ახსნა-განმარტებების მიცემის. ამიტომ გადავწყვიტე, სამართლებრივ გზას მივმართოთ და ეს საქმე ჩემს ადვოკატს მივანდო, რომელიც დღეიდან არც ერთი თქვენგანის უმსგავსობას და უტიფრობას არ დატოვებს ყურადღების მიღმა. ამას კი იმიტომ ვწერ, რომ ეთიკა არ დავარღვიო და წინასწარ გაგაფრთხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მავნე აქტივობებს", - წერს ნინი ქარსელაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოს
⭕„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს