უკრაინაში დაჭრილი „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი ლადო გამსახურდია გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ისევ მზადაა ბრძოლისთვის. გარდა ამისა, მან ისიც თქვა, რომ ქალაქ ტერნოპოლს მალე დატოვებს.
„გამოვჯანმრთელდი და ისევ მზად ვარ ბრძოლისთვის! ვემშვიდობები ტერნოპოლს, ძალიან ლამაზი ქალაქია.
ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. დიდი მადლობა მედპერსონალს და თითოეულ ადამიანს ვინც აქ გავიცანი.
პირველ ფოტოზე სტეფან ბანდერას ძეგლთან ვდგავარ, უკრაინელი ნაციონალისტის.
მეორე ფოტოზე დანილ გალინსკია უკრაინელი მეფე, რომელმაც ქალაქი ლვოვი დააარსა.
მესამე ფოტოზე არის ჩემი ექიმი, მადლობა ყველას ვინც ყურადღება მომაქცია. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ , - წერს ლადო გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇