27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
გარდაცვლილის თანამშრომლებმა, „ქვევრის“ გუნდის წევრებმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს:
„ქვევრის მთელი გუნდი ვგლოვობთ ჩვენი ოჯახის წევრის - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას.
ლაშა არ იყო უბრალოდ უფროსი, ის იყო მეგობარი, ჩვენი მხარდამჭერი და ყველა სიტუაციაში გვერდით მდგომი.
ადამიანი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით იდგა.
დღეს განადგურებული ვართ მთელი გუნდი…
ტირის თითოეული თანამშრომელი, თითოეული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც შეხებია მისი სიკეთე.
ლაშა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი სითბოთი და ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
მთელი საქართველო გლოვობს დიდ ადამიანს…
გმადლობთ ყველაფრისთვის, ლაშა.
შენი ადგილი ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნეს მარიამ ელიეშვილმა და მისმა მეუღლემ ქორწინების ერთი წლის იუბილე - „გილოცავ“
⭕28 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით