აი, რა სჭირდება ქალს სინამდვილეში:
ქალს სჭირდება მამაკაცი, რომელიც არ გაურბის სიღრმეს. არაფერი ისე არ აცარიელებს ქალს, როგორც პარტნიორის ემოციური „სიყრუე“ ან იგნორირება.
მას სჭირდება კაცი, რომელსაც შეუძლია იყოს გულწრფელი, აღიაროს საკუთარი შიშები, ემოცია თუ ტკივილი.
ეს ქმნის ნამდვილ ინტიმურობას, როცა ორივე სული შიშველია და არ არსებობს თამაშის საჭიროება.
ქალს სჭირდება კაცი, რომელიც არ მალავს თავის ეჭვებს, არ ფუთავს თავის სურვილებს მანიპულაციაში და არ ცდილობს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.
მამაკაცი არის არა მხოლოდ იდეების, არამედ ფიზიკური უსაფრთხოების წყარო. მას სჭირდება კაცი, რომლის გვერდითაც მისი სხეული "დუნდება". ეს არ არის მხოლოდ სექსუალური მიზიდულობა, ეს არის ნერვული სისტემების თანხვედრა.
როცა მამაკაცი მთელი თავისი არსებით მზერით, სუნთქვით, აზრებით, შეხებით იმყოფება "აქ და ამჟამად", თავისი პარტნიორის გვერდით, ქალი გრძნობს, რომ ის აღარ არის მარტო თავის შინაგან სამყაროში.
ეს არის ყოფნა, რომელიც კურნავს.
- ნუ შეებრძოლები მის ემოციას ლოგიკით.
- აღიქვი მისი ციკლურობა.
ქალი არ არის სტატიკური. ის მთვარესავით იცვლება. ერთ დღეს ის ძლიერი და დამოუკიდებელია, მეორე დღეს მოწყვლადი და ნაზი.
ნუ მოსთხოვ მას ყოველდღე ერთი და იგივე "ფორმაში" ყოფნას. პატივი ეცი მის ამ ცვალებადობას და მიიღე, რომ ეს ბუნებრივი რიტმია.
- ქალისთვის სიყვარული ხშირად იმ წვრილმანებშია, რომლებსაც მამაკაცები ვერ ამჩნევენ: დამახსოვრებული დეტალები პირადი ისტორიიდან, საყვარელი ყვავილი სრულიად უმიზეზოდ, ან უბრალოდ კითხვა „როგორ გრძნობ თავს სინამდვილეში?“ , „რამე ხომ არ გჭირდება?“.
ეს ჟესტები მისთვის იმის დასტურია, რომ ის მამაკაცის ფოკუსშია ფიგურა და არა ფონი. ქალს უნდა შეეძლოს შენთან იყოს ბუნებრივი არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სულიერადაც. თუ ის გრძნობს, რომ შენთან სისუსტის გამოჩენა უსაფრთხოა და ამის გამო არ განსჯი, ის თავის ყველაზე ძვირფას რესურსს, ნდობას მოგანდობს.
მნიშვნელოვანია, მოსმენა არა პასუხისთვის, არამედ გაგებისთვის. პატივი ეცი მის ინტუიციას. ნუ ეცდები მის გაუფასურებას „ირაციონალურობის“ გამო. ქალი ხშირად გრძნობს იმას, რასაც გონება ჯერ ვერ ხსნის. როცა მამაკაცი ენდობა ქალის ინტუიციას, ის ამით მათ საერთო გზას აძლიერებს.
ქალი ყვავის იქ, სადაც მას რწყავენ ყურადღებით და კვებავენ გულწრფელობით. ნუ შეგეშინდება იყო მგრძნობიარე სინამდვილეში, სწორედ ეს არის ის სიმამაცე, რომელსაც ქალი მამაკაცში ყველაზე მეტად აფასებს.
მნიშვნელოვანია არა უპრობლემო ცხოვრება, არამედ ის, თუ როგორ ბრუნდებით ერთმანეთთან კამათის შემდეგ. ქალს სჭირდება მამაკაცი, რომელიც არ სჯის დუმილით, არ „იკეტება“ თავის ნაჭუჭში დღეების განმავლობაში და არ გაურბის საუბარს.
მას სჭირდება ხიდი, განცდა, რომ კონფლიქტის დროსაც კი, თქვენი კავშირი უფრო დიდია, ვიდრე კონკრეტული წყენა.
გახსოვდეს, მნიშვნელოვანია ქალი დააფასო, დაინახო, აგრძნობინო, საშუალება მისცე, გაუზიარო, აღიარო, მოუსმინო … და სანაცვლოდ შენ... მიიღებ ამოუწურავ ენერგიას, აღმოაჩენ ნამდვილ ერთგულებას ( არა მოვალეობითს არამედ დაინახავ, რომ ეს ნაზი არსება შენს გამო მზად იქნება თავისი ერთგულებით ტყვიასაც გადაეფაროს.) , მიიღებ შესაძლებლობას, თავად გაიზარდო, დაინახავ სამყაროს ახალ ფერებში.
მისი ინტუიციის, მგრძნობელობისა და სილამაზის აღქმის წყალობით, შენი ცხოვრება უფრო მოცულობითი და შინაარსობრივი გახდება.
ეს არ არის გაცვლა-გამოცვლის აქტი. ეს არის რეზონანსი. როდესაც შენ დებ ამ ფუნდამენტს, ურთიერთობა წყვეტს ყოფნას „სამუშაოდ“ და ხდება სათუთი, ცოცხალი ორგანიზმი, სადაც ორივე მხარე ერთმანეთის სინათლით საზრდოობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაათავისუფლეთ თქვენი თავი ამ უჩინარი ბორკილებისგან, ეს აუცილებელია...“ - ფსიქოთერაპევტის რჩევები