Digest Logo

გარდაიცვალა 21 წლის გოგო, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

1759686629
მა­რი­ამ რო­ბა­ქი­ძე

24 სექტემბერს, თბილისში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა დღეს, 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 მა­რი­ამ ლო­ქა­ბი­ძე, რომელიც აგარიდან იყო, დამწვრობის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი. 

შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

„ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით. მას აღენიშნებოდა სხეულის თერმული დამწვრობა 48 პროცენტით. დაზიანებული ჰქონდა თავი, გულმკერდი, ზურგი, ზემო კიდურები. სავარაუდოდ ტრავმა ჰქონდა მიყენებული გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში. ამ წუთისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია“, – აცხადებდა გუგა ქაშიბაძე აწ გარდაცვლილზე.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ულამაზესი, უტკბილესი და პაწაწინა საოცრება“ - ნოე სულაბერიძე პატარა ლილი სულაბერიძესთან ერთად

„გისურვებთ მსგავს შეგრძნებებს ჰორმონალური ბალანსისთვის, ის რაც ასე არეულ-დარეული და ქაოსურია ჩვენ ყოველდღიურობაში“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

„ბავშვი სწავლობს ნდობას საკუთარი თავის მიმართ, როცა ხედავს, რომ მშობელი არ ღელავს მისი წარუმატებლობის გამო“ - რჩევა მშობლებისთვის