
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც მოძღვარი რწმენაზე და ადამიანების გადარჩენაზე საუბრობს:
„გარეგანი რჯულისმიერი ღვაწლი ადამიანს არ გადაარჩენს, არამედ ადამიანს გადაარჩენს რწმენა,
რწმენა ცოცხალი,
რომელიც მე მეუბნება და დამაჯერებელ ცოდნას მაძლევს, იმისა,
რომ ღმერთს მე ვუყვარვარ,
და უნდა ჩემი გადარჩენა,
აი, ამის რწმენა - ვუყვარვარ და უნდა ჩემი გადარჩენა,
და ბუნებრივად მე მაქვს აღძრული სურვილი,
რომ მიყვარდეს იგი,
- აი, ამით გადარჩება ადამიანი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?
🎥 „საფრთხეს ამჟამად არ წარმოადგენს...“ - რა კადრებს აქვეყნებს კობა ფარტენაძე?