Digest Logo

„გენიალური ფოტოა... უზუსტესი ნახტომისთვის ემზადება და ვეფხვის ნახტომებზე მისტიკური კი არცერთი კატის მოძრაობა არაა ბუნებაში“ - ნათია ფანჯიკიძე

1690443065
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დიდი ნახტომისთვის მომზადებულ ვეფხვის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას ასე ასათაურებს:

„გენიალური ფოტოა. უზუსტესი ნახტომისთვის ემზადება და ვეფხვის ნახტომებზე მისტიკური კი არცერთი კატის მოძრაობა არაა ბუნებაში. ამ სარკისებური თვალებიდანაც უფსკრულის მზერას უნდა გრძნობდე, მასში ცხადდება ჭეშმარიტება. გავადიდე ფოტო, უფსკრულს თვალს გავუსწორებ, თვალებში უკეთ ჩავხედავ-მეთქი და აი ეს ულვაშები რომ დავინახე, ამეშალა ნერვები. ძალიან უხერხულია და ძალიან უადგილოა ეს ულვაშები, ღმერთო. რას ფიქრობდი, ამ სისულელეს რომ ამაგრებდი დრუნჩზე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რას ნიშნავს, მეგობარი ბიჭუნა რომ ჰყავსო? არაფერს არ ნიშნავს, ერთად არიან-მეთქი, ეს მსუქანა კაცი და ეს პატარა ბიჭი ერთად არიანო?“ – ალეკო შუღლაძე

🔵„ეს აგრესიული უმცირესობა იმიტომაცაა საშიში რომ საკუთარ სიმართლეში ბოლომდეა დარწმუნებული; ფიქრობს რომ მხოლოდ მას შეუძლია ცოდვილ კაცობრიობას ნათელი მომავლისკენ უჩვენოს გზა“ - თორნიკე შარაშენიძე

🔵„დღეს კარგია მსხვილი შენაძენი, თმის შეჭრა და მცენარეების დარგვა“ - მიხეილ ცაგარელი