ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ BBC - იმ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეტანისთვის დააჯილდოვა.
მისი თქმით, არასდროს უნდა ვთქვათ უარი მიზნებზე და არასდროს დავიხიოთ უკან.
„ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!!
უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!
წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. !
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან. არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი.უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ გოგოებს. ია ყველაშვილი Ani GrdzelishviliMaia Ti Mariam Nozadze ნინო მინდიაშვილი ნინა მინდიაშვილი მარიამ ტუღუში
მადლობა ჩემ ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის.
მადლობა ჩემ GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის.
და მადლობა ELKE SHOP-ს .
ალბათ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ“, - წერს თამუნა მუსერიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: