
19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.
ამ დღეს, მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა.
ქართველი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, სოციალურ ქსელში ბახმაროდან ფოტოკოლაჟს გვიზიარებს, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნას ასახავს.
„გილოცავთ ფერისცვალებას, ბახმარო 19.08.2025“, - წერს ფოტოგრაფი.