ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, 15 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბათუმის ყოვლად წმინდა სამების სახელობის მონასტერში მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე) ბერად აღიკვეცა, რომელსაც ილია ეწოდა.
საეკლესიო რიტუალი ჯვართამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) ჩაატარა:
„ამა წლის 15 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბათუმის ყოვლად წმინდა სამების სახელობის მონასტერში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) მონაზვნად აღკვეცა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გრიგოლი (ნადიბაიძე) და სახელად ეწოდა ილია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ: